ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 21-22 თებერვალს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 - 22 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებში იქნება. 

თბილისში მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +8, +10 გრადუსის ფარგლებში იქნება.

კომენტარები