მიკროავტობუსების გაჩერება

კალაძე: 1-ლი მარტიდან 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ მოსაცდელებთან გაჩერდებიან

თბილისის მერია

თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიის აღნიშნული პროექტი პირველი მარტიდან ამოქმედდება.

„აქამდე მოქმედი გაჩერების წესი ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს მნიშვნელოვნად ზრდიდა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გთხოვთ, მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია მოსახლეობას, თუ რომელი ქუჩებია, სადაც მხოლოდ გაჩერებებზე უნდა გაჩერდეს მიკროავტობუსები. ამ პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მას ანალოგიურად, მთელი თბილისის მასშტაბით განვახორციელებთ." - ამბობს კალაძე.

ქუჩები, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებაზე გააჩერდებიან:

  • ვაჟა-ფშაველას გამზირი;
  • შოთა რუსთაველის გამზირი;
  • ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი;
  • დავით აღმაშენებლის გამზირი;
  • ილია ჭავჭავაძის გამზირი;
  • მარშალ გელოვანის გამზირი;
  • მერაბ კოსტავას ქუჩა;
  • პეტრე მელიქიშვილის ქუჩა;
  • ვახტანგ გორგასლის ქუჩა;
  • ჟიული შარტავას ქუჩა;
  • პეკინის ქუჩა;
  • ჯორჯ ბუშის ქუჩა;
  • დავით აღმაშენებლის ხეივანი;
  • კახეთის გზატკეცილი.

კომენტარები