პოლიტიკურად აქტიური მსახიობები

პოლიტიკური აქტივიზმის გამო, ჯენიფერ ლოურენსი მსახიობობას მინიმუმ 1 წლით ემშვიდობება

ჰოლივუდის ერთერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ოსკაროსანი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი პროფესიას, როგორც მინიმუმ, ერთი წლით ემშვიდობება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 

"შიმშილის თამაშების" ვარსკვლავი 12-თვიან პაუზას იღებს, რათა მისივე თქმით, "უფრო მეტი ახალგაზრდა ადამიანი ჩართოს პოლიტიკაში". 

ლოურენსი რეჟისორ დევიდ ო. რასელთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის, Represent.Us-ის, საბჭოს წევრია. ანტიკორუფციული ორგანიზაციის მიზანია, სხვადასხვა კანონპროექტის გატარებით "პოლიტიკური მექრთამეობა შეწყდეს".  

"ვაპირებ, ამ ორგანიზაციასთან ერთად ვიმუშავო, როგორც მისმა ნაწილმა. ვცდილობ, რომ ახალგაზრდა ადამიანები უფრო მეტად იყვნენ ჩართულები პოლიტიკაში ადგილობრივ დონეზე. ამას არაფერი აქვს საერთო პოლიტ-პარტიულ აქტივობებთან. უბრალოდ, სხვადასხვა შტატში გვინდა გავიდეს ანტიკორუფციული კანონები, რათა მოხდებს კორუფციის პრევენცია, რითიც დავეხმარებით ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას,"-თქვა ლოურენსმა ET-ისთან ინტერვიუში, სადაც თავის ბოლო ფილმზე "წითელ ბეღურაზეც" ისაუბრა. 

ლოურენსი აქამდეც იყო ცნობილი პოლიტიკური აქტივიზმით. ის წამყვან მსახიობებს შორის ერთერთი იყო, რომელმაც 2015 წელს დაიწყეს დისკუსია იმაზე, რომ ჰოლივუდში მოღვაწე ქალების ანაზღაურება მამაკაცებისაზე ნაკლებია. 

გასულ თვეს ის ასევე შეუერთდა ლოს ანჯელესში გამართულ აქციას, რომელიც ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობას ეხებოდა. 

კომენტარები