ვიზალიბერალიზაცია

ჯანელიძე: დარწმუნებული ვართ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საჭიროება არ დადგება

ტაბულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საჭიროება არ დადგება. ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

"რა თქმა უნდა, ჩვენც ვხედავთ იმ ტენდენციებს და ჩვენ ვიზიარებთ იმ წუხილს, რომელიც ჩვენს პარტნიორებს გააჩნიათ. მაგრამ სწორედ ამ პარტნიორობით, თანამშრომლობით და იმ ნაბიჯებით, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, როგორც საქართველოში, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში, დარწმუნებული ვართ, რომ არ დადგება შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საჭიროება. შეშფოთება და სტატისტიკა უკავშირდება თავშესაფრის მაძიებელტა რიცხვის ზრდას, რომელიც შესამჩნევია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში გარკვეულ ქვეყნებში და ასევე გარკვეულწილად მასთან დაკავშირებულ გარკვეულ კრიმინალურ აქტივობებს და სწორედ ამ ორ მიმართულებას ჩვენ ვაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას." - ამბობს ჯანელიძე. 

გუშინ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მეზიერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ქართულ მედიასთან განაცხადა, რომ თუ საქართველოს მოქალაქეთა მიერ უვიზო რეჟიმით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევები კიდევ გაიზრდება გერმანია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების განხილვას დაიწყებს. 

კომენტარები