ნაცვლიშვილი: მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილება მედიაპლურალიზმს დაარტყამს

ამ კანონის მიღება არ იქნება მხოლოდ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა. ეს იქნება იმ უზარმაზარი კონსენსუსის წინააღმდეგ წასვლა, რომელიც არსებობს მედიაში და სამოქალაქო საზოგადოებაში, და ეს იქნება იმ ცვლილებების მიღება, რომელიც ძლიერ დარტყმას მიაყენებს მედიაპლურალიზმს საქართველოში, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სიძლიერეს და დამოუკიდებლობას მიაყენებს დარტყმას და, ასევე ხელს გაუხსნის ბიუჯეტის კორუფციულად ხარჯვის შესაძლებლობას საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი საუბრობს მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ, რომელიც საზოგადოებრივი არხისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს. კანონპროქტს კომერციული მედიის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან. საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო დაადო პრეზიდენტმაც.

კომენტარები