ნარკოდანაშაული

შსს: 1 კვირაში ნარკოდანაშაულისთის 13 პირი დავაკავეთ, მათ შორის - 6 ნარკორეალიზატორი

businessinsider.com

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გახსნილი საქმეების შესახებ ბრიფინგი გაიმართა. შსს-ს ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. საერთო ჯამში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 13 პირი და ამოღებულია 1,5 კილოგრამზე მეტი „ჰეროინი“, 81 აბი „მდმა“, 50 ფირფიტა ე.წ. „ბიო“ და სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

"რამდენიმე დღის წინ, სამართალდამცველებმა ირანის რესპუბლიკის ოთხი მოქალაქე თბილისში დააკავეს, მათგან 1.5 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ და დიდი ოდენობით ,,მეტადონი“ ამოიღეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნარკოტიკული საშუალება ირანიდან საქართველოში შემოიტანეს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 13 პირი მათ შორის - 6 ნარკორეალიზატორი, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. მათი უკანონო საქმიანობის გამოვლენის და დაკავების მიზნით თბილისში, ფონიჭალაში, გარდაბანსა და მარნეულში ჩატარდა სპეციალური ოპერაციები." - განაცხადეს შსს-ში.

კომენტარები