ხანძარი

კორპუსში გაჩენილი ხანძრისას, კვამლით 10 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 5 - ბავშვი

timer.ge

თბილისში, ბუაჩიძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ძლიერი კვამლის შედეგად 10 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 5 - ბავშვი. ისინი სტაციონარში გადაიყვანეს,

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საერთო ჯამში, მაშველებმა ცეცხლწაკიდებული კორპუსიდან 20 ადამიანი გამოიყვანეს.

ამასთან, სანზონის მაჟორიტარი დეპუტატის გადაწყვეტილებით, ოჯახი, რომლის სახლიც დაიწვა, სასტუმროში განათავსეს. 

კომენტარები