საკვებით ინტოქსიკაცია

რუსთავში 7 ბავშვი, სავარაუდოდ, შაურმით მოიწამლა

რუსთავის ბავშვთა საავამდყოფოში გუშინ და დღეს 6-დან 16 წლამდე 7 არასრულწლოვანი ინტოქსიკაციით მოათავსეს.

მშობლების განცხადებით, კლინიკაში გადაყვანამდე მათ მაღალი სიცხე და ფაღარათი ჰქონდათ.

"გუშინ შემოვიდა 4 ავადმყოფი, ერთი ოჯახიდან სამი და ერთი სხვა ოჯახიდან. ყველა ბავშვი აღნიშნავდა, რომ მიირთვეს შაურმა, რის შემდეგაც დაეწყოთ მუცლის ტკივილი, ღებინება, ტემპერატურა. დღეს კიდევ შემოვიდა დამატებით სამი ავადმყოფი სხვადასხვა ოჯახიდან. ყველას მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, უტარდებათ ინტრავენური იმფუზია, ჩატარდა ანალიზები და პასუხების შემდეგ დადგინდება ზუსტი დიაგნოზი. ნაწლავური ინფექციით არის ყველა გაფორმებული", - ამბობს ექიმი ნანა სახიჩიძე.

ტელეკომპანია "იმედთან" საშაურმე "ჩემპიონის" წარმომადგენელი ამბობს, რომ შაურმაში ახალ პროდუქტს იყენებენ, ყველაფერი წესრიგშია და იქ არავინ მოწამლულა.

ობიექტს სწავლობს სურსათის ეროვნული სააგენტო. უწყების პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ ობიექტს მიეცა გარკვეული რეკომენდაციები და ლაბორატორიული კვლევისთვის მოხდება ნიმუშების აღება.

კომენტარები