მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ქანთარია: ვისურვებდი, მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო მატროსოვის ციხეში და ველოდები მას

მიხეილ სააკაშვილს დღეს ძალიან კარგი გამოსავალი მოუძებნეს, კარგი საჩუქარი გაუკეთეს პოლონეთში გამგზავრებით, იქ გაძევებით, რადგან მისი რეიტინგი არ იზრდებოდა, პირიქით, მიდიოდა უკან. ასე რომ, მას ახლა სალაპარაკო ექნება და იქიდან პოლიტიკურ სარბიელს გაიგრძელებს მცირეოდენი ხნით. მე ვისურვებდი, მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო მატროსოვის ციხეში და ველოდები მას, იმიტომ, რომ სამართალი ამ მხრივ უნდა აღსრულდეს.

ქართული ოცნების დეპუტატი ალექსანდრე ქანთარია პალიტრანიუსის გადაცემა "360 გრადუსში", მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაციაზე.

კომენტარები