თავდასხმა დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე

ღუდუშაურის კლინიკაში დოდო გუგეშაშვილს კითხავენ

EKATERINE PHOTOGRAPHY

ღუდუშაურის კლინიკაში ყოფილ დოდო გუგეშაშვილს კითხავენ. დაკითხვას მისი ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი ესწრება.

7 თებერვალს, ყოფილ მხედრიონელს, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შედეგად, დაიჭრა დოდო გუგეშაშვილი და ადგილზე გარდაიცვალა მისი შვილი.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, გუგეშაშვილების ოჯახი და ბრალდებული სავარაუდოდ, ერთმანეთს იცნობდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები