სუმო

იმპერატორის თასის შემდეგ ტოჩინოშინმა კიდევ ერთი ტურნირი მოიგო

Japan-Sumo

ტოჩინოშინმა კიდევ ერთი ტურნირი მოიგო. ლევან გორგაძემ ტელეკომპანია ფუჯი TV-ის ერთდღიან ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

ერთ-ერთი, ვინც მან დაამარცხა, ყველაზე მაღალი რანგის სუმოისტი, იოკოძუნა - ჰაკუჰო იყო. 

მთლიანობაში ტოჩინოშინმა 5 ბრძოლა ჩაატარა და ყველაში გაიმარჯვა. 

ქართველმა სუმოისტი, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი რამდენიმე კვირის წინ იმპერატორის თასის გამარჯვებულიც გახდა. ჩატარებული 15 ბრძოლიდან ტოჩინოშინმა 14-ში გაიმარჯვა, რაც ბაშოზე საუკეთესო მაჩვენებელი იყო. სუმოს ისტორიაში მესამე შემთხვევაა, როდესაც ბაშოს გამარჯვებული ევროპელი გახდა.

ჰაცუ ბაშოს მოგების შემდეგ ეს ტოჩინოშინის პირველი გამარჯვებაა. 

ნახეთ ვიდეო - ტოჩინოშინი ჰაკუჰოს წინააღმდეგ:

კომენტარები