ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
2008 წლის აგვისტოს ომი

(S)hero(es) - წიგნი ქალებზე, რომლებიც აგვისტოს ომის მონაწილეები გახდნენ

კვირა, 11 თებერვალი, 2018 - 15:23
დინა ოგანოვა
tbl.ge/2rx0
დაკოპირდა
დინა ოგანოვა
დინა ოგანოვა
დინა ოგანოვა
დინა ოგანოვა
დინა ოგანოვა

(S)hero(es) - ქალების, ომის კულისებში დარჩენილი გმირების ამბავი, რომელიც წიგნად გამოიცა. ფოტოწიგნი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ქალების ისტორიებით გვიამბობს. როგორც გამომცემლბა "წიგნები ბათუმში" აცხადებს, ეს არის წიგნი ომისა და მშვიდობის, იმედებისა და ტკივილების, კვდომისა და აღდგომის შესახებ.

(S)hero(es) ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ერთობლივი წიგნია და აგვისტოს ომის ქრონოლოგიის აღდგენის, ტრაგედიის შიდა მხარის ჩვენების მცდელობაა, "რადგან წიგნის ავტორებს ღრმად სწამთ, რომ არაფერში ისე არ ჩანს ცალკეული ქვეყნისა თუ კაცობრიობის ისტორია, როგორც ინდივიდების ამბებში". წიგნის მთავარი გმირები ქალები არიან.

"2018 წელს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელი გადის. წიგნის მთავარი გმირები ქალები არიან, ქალები, რომლებიც ამ ომის თვითმხილველები და უფრო მეტიც - მონაწილეები გახდნენ, ქალები, რომლებმაც, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, ყველაზე ახლობელი ადამიანები დაკარგეს, ქალები, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა. ისინი კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ, რომ შეიარაღებული კონფლიქტი არ არის მხოლოდ შორეულ წარსულში დარჩენილი მოვლენა, რომლის შესახებაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ვკითხულობთ, არამედ ის შეიძლება იქცეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ნაწილად, თითოეული ჩვენგანის ტრაგედიად. წიგნის გმირები გვიამბობენ, როგორია ცხოვრება ომიდან ათი წლის შემდეგ - სოფლებში, სადაც ღამღამობით ჯერ კიდევ ისმის სროლის ხმა, კომპაქტურად გაშენებულ ახალ კოტეჯებსა და ყველასგან დავიწყებულ ძველ შენობებში, როგორია რეალობა მაშინ, როცა სიზმარში ყოველთვის მიტოვებულ სახლს და დაკარგულ ახლობლებს ხედავ.

ქალები ომს იშვიათად იწყებენ. ისინი არც ისე ხშირად გვევლინებიან ჯარისკაცებისა და მეომრების როლში. ამიტომ ისტორიულ ქრონიკებში მათი სახელები იშვიათად გვხვდება. სინამდვილეში კი, შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ქალები და ბავშვები ყველაზე მეტად ზარალდებიან - არაერთი ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი, შევიწროების ობიექტი. და უფრო მეტიც, ქალების მტკიცე ნებისა და განუზომელი ძალის წყალობით, რაც ხშირად დაუფასებელია, არაერთი ბრძოლის ბედი გადაწყვეტილა, არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვლილა", - აცხადებენ გამომცემლობაში.

"წიგნები ბათუმში" ფოტოწიგნს "(S)hero(es)" თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე წარადგენს. წიგნის გამოცემის უფლება უკვე შეიძინა ერთერთმა გერმანულმა გამომცემლობამ.

აგვისტოს ომი2008 წლის აგვისტოს ომიდინა ოგანოვასალომე ბენიძეწიგნები ბათუმში(S)hero(es)

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 24 მარტი, 2026 - 15:56რუსეთში Дождь-ის ჟურნალისტს 2008 წლის ომზე პოსტისთვის ათწლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს
  • ოთხშაბათი, 11 თებერვალი, 2026 - 19:202008 წლის ომის დროს ჩემი თხოვნით ბერლუსკონიმ პუტინს დაურეკა, შეთანხმება მალე გაფორმდა – კალაძე
  • ორშაბათი, 19 იანვარი, 2026 - 17:27Дождь-ის რედაქტორს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე პოსტის გამო დაუსწრებლად ასამართლებენ
  • ოთხშაბათი, 27 აგვისტო, 2025 - 13:03მედვედევი ოკუპირებულ ცხინვალზე: 2008 წელს ისტორიული სამართლიანობა აღდგა
  • ხუთშაბათი, 7 აგვისტო, 2025 - 00:312008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 17 წელი გავიდა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

აშშ-მ ვენესუელაში საჰაერო იერიშის შედეგად კრიმინალური დაჯგუფება Tren de Aragua-ს ლიდერი მოკლა
შაბათი, 13 ივნისი, 2026 - 10:50

აშშ-მ ვენესუელაში საჰაერო იერიშის შედეგად კრიმინალური დაჯგუფება Tren de Aragua-ს ლიდერი მოკლა

იოსელიანი: ვგმობ პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას
შაბათი, 13 ივნისი, 2026 - 10:32

იოსელიანი: ვგმობ პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას

სანდუ EU-ში გაწევრიანებაზე: მივესალმებით კლასტერის გახსნას, ყველა მათგანისთვის მზად ვართ
შაბათი, 13 ივნისი, 2026 - 05:26

სანდუ EU-ში გაწევრიანებაზე: მივესალმებით კლასტერის გახსნას, ყველა მათგანისთვის მზად ვართ

ზელენსკი: პირველი კლასტერის გახსნა მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენი ხალხისთვის
შაბათი, 13 ივნისი, 2026 - 05:21

ზელენსკი: პირველი კლასტერის გახსნა მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენი ხალხისთვის

15 ივნისს EU-ში უკრაინა-მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გაიხსნება
შაბათი, 13 ივნისი, 2026 - 05:18

15 ივნისს EU-ში უკრაინა-მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გაიხსნება

ყველაზე კითხვადი

ლავროვი: ОДКБ-ში 2-წლიანი დავალიანების გამო სომხეთის მიმართ შემზღუდავ ზომებს განვიხილავთ
1ლავროვი: ОДКБ-ში 2-წლიანი დავალიანების გამო სომხეთის მიმართ შემზღუდავ ზომებს განვიხილავთ
2ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა
3DR: რუსეთი ევროპის საზღვრებთან შეიარაღებას აძლიერებს და შესაძლო ომისთვის ემზადება
4იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
5თარხან-მოურავი: საქართველო ამერიკული ქვეყანაა, გავიგოთ ეს ჩვენ, რომ რუსეთი დამარცხდა

ბოლო ვიდეო

ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)
ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 17:14ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში