კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ფხენიანში მიიწვია

Getty Images

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, მუნ ჯე ინი ფხენიანში მიიწვია.

მიწვევის შესახებ წერილი მუნ ჯე ინს კიმ ჩენ ინის დამ სეულის საპრეზიდენტო სასახლეში ლანჩის დროს გადასცა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და სამხრეთ კორეაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ესწრება. ის ჩრდილოეთ კორეის მმართველი დინასტიის პირველი წარმომადგენელია, ვინც 1950-53 წლის ომის დასრულების შემდეგ სამხრეთ კორეაში ჩავიდა.

პრეზიდენტთან შეხვედრისას მათ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს.

გავრცელებული ინფრომაციით მიწვევაზე პასუხად მუნ ჯე ინმა განაცხადა:

"დაე გავხადოთ ეს შესაძლებელი მომავალში საჭირო პირობების შექმნით."

მან იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები ზამთრის ოლიმპიური თამაშების შემდეგაც გაგრძელდება.

კომენტარები