უკანონო იარაღი

შსს: ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 3 პირი დავაკავეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა 27-31 იანვარს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისსა და სენაკში 3 პირი დააკავეს: 1994 წელს დაბადებული ბ.გ., 1981 წელს დაბადებული კ.ხ. და 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.ი.

"ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის დაკავებულია - 2 პირი, ხოლო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის -1 პირი. სულ ამოღებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. "აბრეზი", მაკაროვის სისტემის 2 პისტოლეტი, "GRAND POWER K105"-ის ტიპის ავტომატური პისტოლეტი, "ნაგანის" სისტემის რევოლვერი და 98 საბრძოლო ვაზნა", - აცხადებენ უწყებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობა და 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები