მე კრიტიკულად ვუყურებ იმასაც, რომ ვერაფრით ვერ დადგინდა და ვერ აღდგა სურათი, თუ რა პირობებში გაუჩინარდა, თუ საერთოდ გაუჩინარდა ეს ადამიანი. არსებობს რაიმე დამასაბუთებელი იმისა, რასაც მოტაცების თაობაზე აფგან მუხთარლი და მისი მეუღლე ამბობენ?! ასეთი რამ არ არსებობს! აქედან გამომდინარე, ეს განცხადებები არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო. ჩვენ თავის დროზე სათანადო კრიტიკული პასუხი რომ არ გავეცით, დღეს უკვე პრემიერმინისტრს მისწვდნენ. ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ საქართველოს იმიჯის წინააღმდეგ. ეს არის დაგეგმილი ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ადამიანი ძალიან უღირსად იქცევა. ის უღირსად მოექცა საქართველოს - იმ ქვეყანას, რომელმაც ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შეიფარა. ის არავის შეუწუხებია და ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს. ნამდვილად არ დაუმსახურებია ქვეყანას ის, რომ ასეთი ბინძური კამპანია აწარმოოს ციხიდან საქართველოსა და მისი პრემიერმინისტრის წინააღმდეგ. მესმის, რომ გამოძიება ისე ვერ განვითარდა, რომ არაფერი ხელში არა გვაქვს, მაგრამ როცა ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალეულობა არ არსებობს და არ არის დადასტურებული, ასე საუბარი არ შეიძლება. ასეთი დამოკიდებულების შემდეგ, აფგან მუხთარლის ბედი საერთოდ აღარ მაინტერესებს, ის ჩვენ ქვეყანას და ხელისუფლებას უღირსად მოექცა.
აფგან მუხთარლის საქმე
კვაჭანტირაძე: ამ დამოკიდებულების შემდეგ, მუხთარლის ბედი საერთოდ აღარ მაინტერესებს
tbl.ge/2ruj
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ კვაჭანტირაძე აფგან მუხთარლის განცხადების შესახებ. მუხთარლის მტკიცებით, ის თბილისიდან პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თანხმობით გაიტაცეს. კვაჭანტირაძის კომენტარს სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ამავე თემაზე
- აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა და საქმის კვალიფიკაცია დაზუსტდა
- კვირიკაშვილი მუხთარლიზე: მგონია, რომ ვიღაც დაინტერესებულია ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს
- ბოკერია სამხარაძეზე: უტიფრობაა, რა პროპაგანდაც მოვისმინეთ, ვიცით, ვისი ბრალი არისო
- მუხთარლი: ივანიშვილს სადამდეც ექნება გავლენა, ობიექტურ გამოძიებას ვერ ვეღირსები
- "მოვისმენ, რაც სახალხო დამცველისთვის აქვს სათქმელი" – ლომჯარია აფგან მუხთარლის შეხვდება