გარდაცვლილი მუშა

ჟვანიას ქუჩაზე მუშა მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

Getty Images

თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია, ტაბულას შინაგან საქმეთა სამისნიტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კომენტარები