გარდაცვლილი მუშა

დიდუბეში ავარიული სახლის დემონტაჟისას მუშა ნანგრევებში მოყვა და გარდაიცვალა

Getty Images

დიდუბეში სოხუმის ქუჩაზე ავარიული სახლის დემონტაჟისას ერთი მუშა გარდაიცვალა. გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს.

კედლის ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ნორმების უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები