კრიმინალი

გარდაბნის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი დააკავეს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

გარდაბნის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი ძმანაშვილი დააკავეს. გამოძიება მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

გამოძიება სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები