ხანძარი

რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა

www.ipn.ge

რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა - მძღოლმა და მგზავრებმა ავტობუსიდან გადმოსვლა მოასწრეს. 

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ავტობუსი დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით ასრულებდა მარშრუტს.

კომენტარები