ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და 1 წელი მიუსაჯეს

usnews.com

ამბროლაურის რაიონულმა სასამართლომ ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. როგორც პროკურატურის განცხადებაში წერია, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 ნოემბერს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ.ტ.-მ ყოფილ მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სახის არეში ხელი დაარტყა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2017 წლის 24 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა. მისჯილი ერთი წლიდან, ის 6 თვეს საპატიმროში გაატარებს ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩაეთვალა პირობით 1 წლით გამოსაცდელი ვადით.

კომენტარები