გერმანია

მერკელის პარტია და სოციალ დემოკრატები სამთავრობო კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ

AFP

გავრცელებული ინფორმაციით 23 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გერმანიის ქრისტიან დემოკრატიულმა კავშირმა და სოციალ დემოკრატიულმა პარტიამ სამთავრობო კოალიციის შექმნაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

მოლაპარაკებების გეგმაზე პარტიები იანვრის დასაწყისში შეთანხმდენ და ის სამშაბათს დილით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ 24 სექტემბრის არჩევნების შემდეგ თავდაპირველი მოლაპარაკებები სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე ქრისტიან დემოკრატიულ კავშირს, თავისუფალ დემოკრატებს და მწვანეთა პარტიას შორის ოთხკვირიანი განხილვის შემდეგ თავისუფალი დემოკრატების გასვლის გამო ჩაიშალა.

თავდაპირველად სოციალ დემოკრატიული პარტია და მისი ლიდერი მარტინ შულცი ქრისტიან დემოკრატიულ კავშირთან კოალიციის შექმნაზე კატეგორიულ უარს აცხადებდნენ, თუმცა 22 იანვარს გერმანიის სოციალ დემოკრატიულ პარტიაში სამთავრობო კოალიციის ფორმირების მოლაპარაკებებს მისცეს ხმა.

უახლოეს კვირებში სოციალ დემოკრატიული პარტიის 460,000 წევრმა კოალიციის შეთანხმებას ხმა უნდა მისცეს.

კომენტარები