მკვლელობა ლომთათიძის ქუჩაზე

ლომთათიძეზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

Getty Images

ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილა. დაცვის მხარე ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვდა.  

თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცი 5 თებერვალს მოკლეს.მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი ნიღბიანმა პირმა ჩაცხრილა.

სამართალდამცველებმა ჯერ 1988 წელს დაბადებული ლ.ყ. დააკავეს, რამდენიმე საათში კი, 1994 წელს დაბადებული გ.ჭ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები