თავდასხმა დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე

ყოფილი მხედრიონელი, დოდო გუგეშაშვილი, სავარაუდოდ, დაჭრეს

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, თბილისში, ყოფილ მხედრიონელს, დოდო გუგეშაშვილს თავს დაესხნენ.

ტელეკომპანია ამბობს, რომ თავდასხმა გუგეშაშვილის საცხოვრებელ სახლში მოხდა, თავდამსხმელებმა ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. დაჭრილია თავად გუგეშაშვილი და მოკლულია სახლში მყოფი ერთი პირი.

როგორც ტაბულას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტი ნამდვილად მოხდა, მაგრამ ვინ არის დაჭრილი და გარდაცვლილი, ამ ეტაპზე უცნობია და ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

კომენტარები