რუსეთი

რუსეთში სტუდენტებს ცეკვის გამო გარიცხვა დაემუქრათ, ხალხმა ცეკვითვე გააპროტესტა

რუსეთში ულიანოვის საზაფხულო სასწავლებლის სტუდენტების მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ისინიც Benny Bennassi-ის Satisfaction ცეკვავენ, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, რის შემდეგაც სტუდენტ ბიჭებს სასწავლებლიდან გარიცხვა დაემუქრათ. რუსეთის სახელისუფლებო ტელევიზიები და მაღალჩინოსნები მათ ეთიკის დარღვევაში ადანაშაულებდნენ. საქმეში ქვეყნის მთავარი პროკურატურაც კი ჩაერთო. 

საზოგადოებამ უსამართლო ფაქტი გულრგილად არ დატოვა და გადაწყვიტა, რომ პროტესტი იმ ფორმით გამოეხატა, რის გამოც სტუდენტებს სასწავლებლის დატოვება უწევდათ. 

კომენტარები