ამინდის პროგნოზი

გარემოს სააგენტო: 3-4 თებერვალს საქართველოში ტემპერატურა +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 თებერვალს საქართველოში შენარჩუნდება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსის ფარგლებში იქნება. 

4 თებერვალს კი, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

დღის ბოლოს შესაძლოა, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში იწვიმოს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდი იქნება.

კომენტარები