აშშ

აშშ-ში 12 წლის გოგონამ სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით 5 ადამიანი დაჭრა

ABCNews

ლოს ანჯელესის საშუალო სკოლაში 12 წლის გოგონამ საკლასო ოთახში ცეცხლსასროლი იარაღით 5 ადამიანი დაჭრა.

პოლიციის განცხადებით სროლა განზრახ არ მომხდარა და საქმე უყურადღებობით გასროლასთან აქვთ. გოგონა დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია.

ეს აშშ-ში უკანასკნელ კვირებში სკოლაში სროლის მესამე შემთხვევაა.

კომენტარები