მირანდა ფაღავა

შსს-მ დისკრიმინაციული მოტივით ტრანსგენდერზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

fb.com

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ტრანსგენდერ ქალ მირანდა ფაღავას საქმეში ერთი პირი დააკავა. შსს-ის ცნობით, დაკავებული ბ.ო. 1986 წელსაა დაბადებული. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 28 იანვარს, გამთენისას, თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე, 1986 წელს დაბადებულმა ბ.ო.-მ დისკრიმინაციული მოტივით, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ.ო.-ს." - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ტრანსგენდერ ქალს, მირანდა ფაღავას თავს 28 იანვარს, გამთენიისას დაესხნენ. ფაღავა ყვება, რომ ტაქსიდან გადმოსულს თავდამსხმელი მარკეტში შეჰყვა, გაყოლა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ქუჩაში გამოყვა, წააქცია და წიხლები, ასევე მარკეტის შესასვლელთან მდგარი რკინის დაფა ურტყა.

კომენტარები