ქრთამის მიცემა

სუს: მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქე ზაურ ბ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა,რომ დაკავებული ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა, რომელსაც ქ. ქუთაისში, გელათის ქუჩა N191-ში მდებარე შენობაზე, პროექტის გარეშე სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებაში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით შესთავაზა 3 000 ლარი.

2018 წლის 30 იანვარს, ზაურ ბ-მ მერიის წარმომადგენელს გადასცა ქრთამის სახით შეთავაზებული თანხა, 3 000 ლარი,რა დროსაც ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს" - აცხადებს სუს-ი.

გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები