ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 4 თებერვლამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონებში მცირე ნალექი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +5, +10, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +5 გრადუსი იქნება.

"30 იანვრიდან 2 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსის ფარგლებში იქნება" - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობითვე, 2 - 4 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 3 – 4 თებერვალს კი, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +13, +18, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარები