ბაბუინი

პარიზის ზოოპარკიდან გაქცეული 50 ბაბუინი უკან დააბრუნეს

Reuters

პარიზის ზოოპარკიდან გაქცეული 50 ბაბუინი უკან დააბრუნეს. პარასკევს ბაბუინები ვოლიერიდან გაიქცნენ, რის გამოც ადმინისტრაციამ ზოოპარკი დახურა.

ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველა ბაბუინი უვნებელია, მათ შორის თავს კარგად გრძნობს სამი ახალშობილი ბაბუინიც, რომელიც დედამ თან წაიყვანა.

ბაბუინებიპარასკევს საღამოს, ტექნიკური პერსონალის გასასვლელიდან გაიქცნენ.

პარიზის ზოოპარკი 1934 წელს გაიხსნა. ბაბუინების ვოლიერში ზოოპარკის მთავარი ღირსშესანიშნაობა 64-მეტრიანი მთა არის მოქცეული.

გაქცეულ პრიმატებს 60 მეხანძრე და 20 პოლიციელი ეძებდა.

ბაბუინების ბუნებრივი ჰაბიტატი სუბ-ეკვატორული აფრიკაა.

კომენტარები