ქართული ოცნების მთავრობა

პრემიერი: მნიშვნელოვანი სიახლე - ბუნებრივი რესურსებისა და წიაღის რეფორმას ვიწყებთ

პრემიერი კვირიკაშვილი საპატრიარქოში

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, ბუნებრივი რესურსებისა და წიაღების რეფორმას იწყებს. კვირიკაშვილი აღნიშნულს "მნიშვნელოვან სიახლეს" უწოდებს. 

"ვიწყებთ მუშაობას სრულიად ახალ მიდგომაზე, რომელიც ითვალისწინებს დაბალანსებულ მიდგომას ჩვენი წიაღის უფრო ეფექტურად გამოყენებისა, ისე, რომ მოხდეს მაქსიმალურად გათვალისწინება გარემოსდაცვითი ასპექტების და ასევე, ძალიან ბევრი სხვა ასპექტის, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების,"- ამბობს პრემიერი. 

მისივე თქმით, ამ საკითხზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით ერთდროულად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები იმუშავებენ. 

"შემდეგი ეტაპი იქნება საკანონმდებლო ჩარჩოს მნიშვნელოვნად შეცვლა იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ახალ მოთხოვნებს უპასუხოს, მათ შორის, მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით, ოპტიმალურად გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები და ჩართოს ეს ბუნებრივი რესურსები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში,"- ამბობს კვირიკაშვილი. 

კომენტარები