გვეუბნებიან, რომ ტაქსების რეგისტრაცია ჯერ უფასო იქნება, თუმცა ბუნებაში უფასო არაფერი არსებობს. ე.ი. ბიუროკრატიას დამატებით დავალებას აძლევენ და ეს დამატებითი ხარჯია. მერე მოინდომებენ ამ დამატებითი ხარჯის ტაქსების მძღოლებისგან ამოღებას. მერე მოიგონებენ დამატებით რეგულაციას. საინტერესო იქნება როგორ და რა სიხშირით შეამოწმებენ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, ვინ შეამოწმებს და იქნება თუ არა ეს საშინელი კორუფციის წყარო. თავად ამ ფრაზის გამოყენებით კარგად ჩანს საიდან მოდის ეს ყველაფერი - ეს არის ტფილისურ-ელიტური წუწუნი იმასთან დაკავშირებით, რომ ტაქსის მძღოლებს ცუდი სუნი ასდით, ეს შეურაცხყოფაა ადამიანების. როგორ უნდა დაადგინონ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ჩაჯდება და ტაქსში ჩასუნავენ თუ რას იზამენ? როგორ შეიძლება ამაზე ამ ფორმით საუბარი?!
tbl.ge/2qt5
დაკოპირდა

თბილისის ყოფილმა მერმა და ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ეს "ინტერპრესნიუსს" უთხრა ქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივის შესახებ ტაქსების რეგულირებაზე
ამავე თემაზე
- საქალაქთაშორისო მგზავრობა 8 ივნისიდან აღდგება
- კალაძე: გაისად დამატებით 100 ახალ ავტობუსს შევიძენთ
- რომლებია მსოფლიოს საუკეთესო ქალაქები ველოსიპედისტებისთვის
- კალაძე: ჰოლანდიის და თბილისის "შტაბკვარწირებმა" ტაქსების ფერზე გამოკითხვა ერთმანეთში ატარონ
- რატომ გაძვირდება ტაქსით სარგებლობა - სექტორის რეგულირების მოსალოდნელი შედეგები