ფეხბურთი

საქართველოს ქვეჯგუფი UEFA-ს ერთა თასზე ცნობილია

საქართველოს ფეხბურტის ფედერაცია

საქართველო უეფას ერთა თასზე ქვეჯგუფში ლატვიასთან, ყაზახეთთან და ანდორასთან ერთად მოხვდა

კენჭისყრა დღეს გაიმართა. 

ერთა თასი ახალი ევროპული სანაკრებო ტურნირია. ის წელს პირველად გაიმართება. ტურნირი სტარს სექტემბერში აიღებს.

55 ევროპული ნაკრები ოთხ კალათაში, იგივე დივიზიონშია განაწილებული.

A დივიზიონში საუკეთესო რეიტინგის მქონე 12 გუნდი მოხვდა, შემდეგი 12 – B ლიგაში, მომდევნო 15 – C ლიგაში და დარჩენილი 16 კი D ლიგაში. საქართველო სწორედ D, ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ქვეყნების ლიგაშია

D დივიზიონის ოთხივე ჯგუფის გამარჯვებული ნაკრებები ერთმანეთს ნახევარფინალებში დაუპირისპირდებიან. შემდეგ ჩატარდება მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი, რომელში გამარჯვებულიც 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზურს მიიღებს. 

კომენტარები