სირია

აშშ-ის კოალიციის საჰაერო დარტყმებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 150 მებრძოლი მოკლა

Business Insider

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლმა კოალიციამ, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით შაბათს სირიის ქალაქ ას შაფაჰთან ტერორისტული ორგანიზაციის პოზიციები დაბომბა. სამიზნეს დაჯგუფების მთავარი შტაბი წარმოადგენდა.

კოალიციის სპიკერის განცხადებით საჰაერო დარტყმების შედეგად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 150 მებრძოლი დაიღუპა.

ოპერაცია სირიის დემოკრატიული ძალებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე რამდენიმე კვირის მანძილზე ინტენსიიური დაკვირვებების შემდეგ განხორციელდა. განცხადების მიხედვით ტერიტორიაზე მხოლოდ ტერორისტული დაჯგუფების წევრები იმყოფებოდნენ.

კომენტარები