ტაქსი

კალაძე: ტაქსის ლიცენზია სავალდებულო უნდა იყოს

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ჩვენ გვგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის, არის ტაქსების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ეტაპობრივად გარკვეული სტანდარტების დაწესება. თბილისის მოსახლეობა და სტუმრები იმსახურებენ ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს, ამიტომ ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ სერვისის ეტაპობრივად გაუმჯობესებას. ამჟამად ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა, ეს იქნება სავალდებულო რეგისტრაცია, რათა ეტაპობრივად განხორციელდეს ტაქსის სერვისის განვითარება იმგვარად, რომ მძიმე ტვირთად არ დააწვება ამ საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს.

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები