მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი ოდესის პლაჟზე: ეს უკრაინული მარბეა და ანტალია იქნება

მიხეილ სააკაშვილი უკრაინელებს ანტალიაზე უკეთესი სანაპიროს მოწყობას ჰპირდება.

როგორ ხედავს ის უკრაინის მომავალს - ამის შესახებ მან 4 ნაწილიანი ფილმი გადაიღო. ფილმის მე-4 ნაწილის დასასრულს ის პლაჟზე იმყოფება და მის განვითარებაზე საუბრობს. 

"ეს უკრაინის უკანასკნელი ხელშეუხებელი პლაჟებია, ალბათ თქვენ ამის შესახებ არაფერი გსმენიათ. ​ზატოკის და სერგეევკის მერე, არის რამდენიმე ათეული კილომეტრის ზოლზე შეუსწავლელი, ხელშეუხებელი პლაჟები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათი დაპატრონება ჯერ ვერ მოასწრო, რადგან აქ გზა არ იყო გაყვანილი და მადლობა ღმერთს, რომ ასე იყო. ჩვენ გავიყვანთ გზებს და ავაშენებთ სასტუმროებს. იქნება სამთო ბიზნესი და ის მოიზიდავს დამსვენებლებს, შეიქმნება 10 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი. ეს უკრაინული მარბეა და ანტალია იქნება. ანტალიაც ასე იწყებდა. ეს ადგილი ანტალიაზე მაგარია. უბრალოდ საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება. 

შესანიშნავი პლაჟები იქნება, ვენახებით გარშემორტყმული, შესანიშნავი ღვინო მომზადდება. ოდესასთან ახლოს, ერთი საათის სავალზე. აქ სივრცე და თავისუფლებაა, ეს სილამაზეა, ეს სასწაულია, ეს უბრალოდ რაღაცაა, ხალხო (это чтото с чем то)", - ამბობს სააკაშვილი ფილმის დასასრულს. 

კომენტარები