ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 22-28 იანვარს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 - 23 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსი იქნება.

24 იანვარს კი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსის ფარგლებში იქნება.

25 – 28 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +1, +6 გრადუსამდე დაიკლებს.

კომენტარები