ხანძარუ

პრაღაში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Reuters

პრაღაში, 4-ვარსკვლავიან სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოთხი კი - დაშავდა.

ცეცხლი შაბათ საღამოს, სასტუმრო Eurostars David Hotel-ში გაჩნდა. ორი ადამიანი - გერმანიის მოქალაქე 22 წლის მამაკაცი და სამხრეთ კორეის მოქალაქე - 21 წლის ქალი შაბათსვე გარდაიცვალა. კიდევ ორი ქალი - კვირას. მათი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები