ვითარება საავტომობილო გზებზე

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

უწყება განმარტავს, რომ ავტომობილები გაუჩერებლად გავლის რეჟიმში იმოძრავებენ.

ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროება კვლავ ნარჩუნდება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

კომენტარები