რუსეთი

რუსმა თინეიჯერმა ნაჯახით 6 მოსწავლე დაჭრა და სკოლას ცეცხლი წაუკიდა

Reuters

რუსი თინეიჯერი ციმბირში, ქალაქ ულან-უდეში სკოლის შენობაში ნაჯახით შეიჭრა, 6 ადამიანი დაჭრა და სკოლის შენობას ცეცხლი წაუკიდა.

მეცხრეკლასელი მოსწავლე თავს მეშვიდეკლასელებს დაესხა. ის ადგილზე დააკავეს და მას შემდეგ, რაც თვითმკვლელობა სცადა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები