ქალების უფლებები

ბარდო: ქალები როლისთვის პროდიუსერებს აცდუნებენ, შემდეგ შევიწროებაზე საუბრობენ

The Telegraph

ლეგენდარული მსახიობი ბრიჯიტ ბარდო Paris Match-თან საუბრისას #metoo-ს კამპანიას თვალთამქცურსა და უცნაურს უწოდებს.

"უამრავი ქალი მსახიობი ცდილობს პროდიუსერის ცდუნებას როლის მისაღებად. შემდეგ ისინი ამაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ შევიწროების მსხვერპლები არიან. სინამდვილეში, ეს მათ არ ეხმარებათ, პირიქით აზიანებთ." - თქვა ბარდომ.

ბრიჯიტ ბარდომ ინტერვიუში თავისი გამოცდილებებიც გაიხსენა.

"მე მსიამოვნებდა, როდესაც კაცები მეუბნებოდნენ, რომ ლამაზი ვიყავი ან პატარა ლამაზი უკანალი მქონდა. ეს კომპლიმენტია." - თქვა ბარდომ.

კომენტარები