აშშ-რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

ტრამპი: ჩრდილოეთ კორეის საკითხზე ჩინეთი გვეხმარება, რუსეთი ხელს გვიშლის

express.co.uk

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით რუსეთი ჩრდილოეთ კორეას საერთაშორისო სანქციებისათვის თავის არიდებაში ეხმარება და იმ პროდუქტებით ამარაგებს, რომლის მიწოდება ჩინეთმა ახალი სანქციების შემდეგ შეუწყვიტა.

"რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში საერთოდ არ გვეხმარება. იმაში, რაშიც ჩინეთი გვეხმარება, რუსეთი ხელს გვიშლის. სხვა სიტყვებით, რუსეთი ანაზღაურებს იმას, რასაც ჩინეთი აკეთებს."

ტრამპის ბრალდებებზე კომენტარი მოსკოვში უკვე გააკეთს. მათი თქმით ბრალდებები აბსოლიტურად უსაფუძვლოა.

ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის საკითხზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ მზად არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან სასაუბროდ, თუმცა ამის სარგებლიანობაში ეჭვი ეპარება. მან წინამორბედები, ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა დაადანაშაულა იმაში, რომ ვერ შეძლეს კრიზისის დროულად გადაჭრა.

ტრამპი ასევე მიიჩნევს, რომ აშშ-ს სარაკეტო თავდაცვის სისტემის გაზრდა ესაჭიროება.

კომენტარები