ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, 80%-ს კაცებსა და ქალებს შორის თანასწორობაზე დადებითი ასოციაციები აქვს, 16%-ს კი უარყოფითი.
აღსანიშნავია, რომ განსხვავებულია მაჩვენებელი გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით - დადებით ასოციაციას 67%-სთვის იწვევს, 23%-სთვის კი უარყოფითს.
ტერმინი, რომელსაც უარყოფითი ასოციაცია უფრო მეტი აქვს, ვიდრე დადებითი, არის "ფემინიზმი". ეს სიტყვა გამოკითხულთა 34%-ში უარყოფით ასოციაციას იწვევს, 26%-ში დადებით, 29%-მა კი არ იცის.
NDI განმარტავს, რომ რესპონდენტებს ამ ტერმინებზე ასოციაციებს სხვადასხვა მიმდევრობით ეკითხებოდნენ.
"როდესაც რესპონდენტს ჯერ კაცებსა და ქალებს შორის თანასწორობაზე ეკითხებოდნენ და შემდეგ გენდერულ თანასწორობაზე, უფრო დიდი იყო ალბათობა, რომ გენდერულ თანასწორობაზე დადებითი ასოციაცია ჰქონოდათ". - აღნიშნულია კვლევაში.
ფოტო: NDI
ცდომილების ზღვარია +/-1.9%.