კრიმინალი

გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ 3 ადამიანი დაჭრეს

თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ 3 ადამიანი დაჭრეს.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, მამაკაცებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო. ერთ-ერთი დაჭრილი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანე. მისი მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენ ორ პირს კი, ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა.

შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილე ერთი პირი ადგილზევე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები