NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული პრობლემა ისევ სამუშაო ადგილებია

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების ჩამონათვალი 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.



პირველ ადგილზე 54%-ით სამუშაო ადგილებია, მეორეზე ფასების ზრდა/ინფლაცია - 35%-ით. შემდეგ მოდის სიღარიბე 30% და პენსიები 25%. მეხუთე და მეექვსე ადგილებს 23%-ით ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება და ტერიტორიული მთლიანობა ინაწილებს. 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო. ცდომილების ზღვარია +/-1.9%.

კომენტარები