უკრაინის გენერალური პროკურატურა

უკრაინის გენერალური პროკურორი შოთაძის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს შეხვდა

flickr

უკრაინის გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო 12 იანვარს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინული პრესა უკრაინის საგამოძიებო უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ ეტაპზე არ არსებობს ინფორმაცია, ისაუბრეს თუ არა მათ სააკაშვილის შესახებ. 

"შეხვედრაზე მათ უწყებებს შორის თანამშრომლობის, ასევე ექსტრადირების პროცესის შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ყველაზე აქტუალური საკითხებში, კერძოდ, საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების საკითხი სისხლის სამართლებრივი დევნის და ექსტრადიციის საკითხებში. შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ამ სფეროში არსებული ფორმატი და ექსპერტული მოსაზრებების გაცვლის შესაძლებლობა. ლუცენკომ და გოგაძემ შეხვედრას კონსტრუქციული უწოდეს და თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს", - ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში. 

ტაბულა ლუცენკოს და გოგაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას საქართველოს მთავარ პროკურატურაში ცდილობს. 

2017 წლის სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის გენერალური პროკურატურა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხს განიხილავდა. საქართველომ უკრაინას აღნიშნული მოთხოვნით 1-ლ სექტემბერს მიმართა. 

კომენტარები