ვითარება გზებზე

კალა-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კალა-უშგულის გზის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდა და გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ184 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ზვავსაშიშროება მოიხსნა. ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდა და გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით", - აცხადებენ დეპარტამენტში.

უწყების ინფორმაციითვე, უსაფრთხოების მიზნით, სპეციალური რეჟიმია დაწესებული ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე.

"თოვლისა და ლიპყინულის გამო, უსაფრთხოების მიზნით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე დაწესებულია სპეციალური რეჟიმი. კერძოდ, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

კომენტარები