ფიზიკური დაპირისპირება მოზარდებს შორის

ხაშურში, მოზარდებს შორის დაპირისპირებისას, ორი მე-12-კლასელი დაჭრეს

ხაშურში, ერთ-ერთ სასადილოში, მოზარდებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. მათ მრავლობითი დაზიანებები ბასრი საგნით აქვთ მიყენებული. ორივე მათგანი ხაშურის საავადმყოფოში იმყოფება. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი მე-12-კლასელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ინციდენტში მონაწილე პირების დასადგენად და დამნაშავის დასაკავებლად.

კომენტარები