ვითარება საავტომობილო გზებზე

ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 54-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იყო სოფელ საირმეზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე.

კომენტარები