კრიმინალი

ქუთაისში, კაფე-ბარ სეზამში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

flickr

ქუთაისში, კაფე-ბარ სეზამში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. კაფეს მენეჯერის ნინო კაპანაძის თქმით, ნასვამი მოქალაქეები ბარში შესვლას და სასმელის შეტანას ცდილობდნენ, რაზეც უარი უთხრეს.

"გამოვიძახეთ დამატებითი ჯგუფი. ეს ადამიანები გაიყვანეს ბარიდან და შემთხვევაც ბარის გარეთ მოხდა", - უთხრა კაპანაძემ ინტერპრესნიუსს.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

კომენტარები